Herbalife_Sport_Brochure_GG

ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲯᲒᲣᲤᲣᲠᲘ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘ HERBALIFE NUTRITION-ᲘᲡ ᲯᲐᲜᲡᲐᲦᲘ ᲬᲔᲡᲘᲗ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲙᲚᲣᲑᲨᲘ

ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲝᲜᲐᲚᲘ ᲡᲞᲝᲠᲢᲡᲛᲔᲜᲔᲑᲘ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲡ ᲓᲠᲝᲘᲡ 20%-Ს ᲣᲗᲛᲝᲑᲔᲜ. ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲗᲣ ᲐᲠ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲗ ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲔᲑᲨᲘ, ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠ ᲤᲝᲠᲛᲐᲨᲘ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲐᲖᲔ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲘ ᲐᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ 20%-ᲘᲗ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲔᲚᲘ, ᲮᲝᲚᲝ 80%-ᲘᲗ ᲘᲡ ᲓᲐᲛᲝᲙᲘᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲡᲬᲝᲠ ᲙᲕᲔᲑᲐᲖᲔ. ᲐᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲓᲐᲬᲕᲠᲘᲚᲔᲑᲘᲗ - ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲜᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲔᲑᲨᲘ ᲕᲘᲡᲐᲣᲑᲠᲔᲑᲗ.

ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲡᲐᲮᲔᲝᲑᲔᲑᲘ

ᲔᲠᲗᲝᲑᲚᲘᲕᲘ ᲒᲐᲠᲑᲔᲜᲔᲑᲘ/ ᲙᲐᲠᲓᲘᲝᲕᲐᲠᲯᲘᲨᲔᲑᲘ

ᲢᲐᲑᲐᲢᲐ

მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიში ერთი ან რამდენიმე ვარჯიშის კომბინაციით, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მნიშვნელოვნად აჩქარდეს მეტაბოლიზმი და დაიწყოს ცხიმების წვის პროცესი. ასეთ ვარჯიშებზე გადასვლა რეკომენდებულია, რომ მოხდეს სისტემატიური კარდიო- და ძალოვანი ვარჯიშების შემდეგ მხოლოდ 2-3 თვეში.

დატვირთვა კუნთების ძირითადი ჯგუფებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაძლიერდეს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები (გულის და ფილტვების დაავადებების კარგი პროფილაქტიკა), ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის ტონუსის შენარჩუნებას, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და წონის კორექცია.

ᲡᲞᲝᲠᲢᲣᲚᲘ ᲪᲔᲙᲕᲔᲑᲘ

ᲫᲐᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲯᲒᲣᲤᲘ

ძალოვანი ვარჯიშების მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება გამოსადეგი იყოს როგორც აერობულ რეჟიმში საკუთარი წონის გამოყენებით, ისე დატვირთვით (ჰანტელები, დამამძიმელები და ა.შ.) ვარჯიშის დროს. აქვს გამამკვრივებელი მოქმედება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე; განაპირობებს ცხიმოვანი უჯრედების შემცირებას, წონის კლებას, კუნთების გამაგრებას. რეკომენდებულია ყველა დონეზე ნავარჯიშები პირებისთვის, მაგრამ მაღალინტენსიურ ჯგუფებში ჩართვა შეიძლება მხოლოდ სათანადოდ მომზადებულთათვის.

საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა მუსიკის ქვეშ, რომელიც აერთიანებს სპორტულ ვარჯიშებს და ლათინოამერიკული ცეკვების მოძრაობებს. საკმაოდ მაღალი ინტენსივობის მქონე ვარჯიშის კომპლექსი კარგია მთელი სხეულის ეფექტური ვარჯიშისთვის, ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და კარგი აღნაგობის შენარჩუნებას. სპორტული ვარჯიშებისთვის დამახასიათებელი მხიარულება იზიდავს როგორც ქალებს ისე მამაკაცებს.

14

15

Made with FlippingBook - Online catalogs