Herbalife_Sport_Brochure_GG

ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲝᲜᲔᲜᲢᲔᲑᲘ

ᲥᲕᲔᲛᲝᲗ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲐᲚᲘᲐ ᲛᲐᲙᲠᲝᲜᲣᲢᲠᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ, ᲐᲡᲔᲕᲔ ᲘᲛ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲛᲝᲜᲐᲗᲕᲐᲚᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲛᲓᲘᲓᲐᲠᲘᲐ ᲐᲛ ᲙᲝᲛᲞᲝᲜᲔᲜᲢᲔᲑᲘᲗ:Ф

ᲜᲐᲮᲨᲘᲠᲬᲧᲚᲔᲑᲘ

ᲪᲘᲚᲔᲑᲘ

ᲪᲮᲘᲛᲔᲑᲘ

ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა ორგანიზმში და იყოფა: ● სწრაფ (მარტივ) ნახშირწყლებად, რომლებიც სწრაფად იშლება ორგანიზმში და ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ამ ტიპის ნახშირწყლები ხელს უწყობს ადამიანს გონებრივი სამუშაოს შესრულებაში და სტრესთან ბრძოლაში. თუმცა სისტემატიური ვარჯიშის არარსებობის შემთხვევაში - განაპირობებს ცხიმების დაგროვებას. სწრაფი ნახშირწყლების ძირითადი წყაროა - თეთრი პური, უმაღლესი ხარისხის ფქვილზე დამზადებული მაკარონი, ტკბილეული, უმაღლესი ხარისხის ფქვილზე დამზადებული ცომეული. ● ნელ ნახშირწყლებად. ეს ტიპი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მისი ათვისება ხანგრძლივად მიმდინარეობს და უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით. ნელ ნახშირწლებს შეიცავს ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, ხილი დაბალი გლიკემიური ინდექსით, ასევე ცეხვილი პური და სრულმარცვლოვან ფქვილზე დამზადებული მაკარონი. Herbalife Nutrition-ის პროდუქტებს შორის ნახშირწყლების შესანიშნავი წყაროა შვრიის და ვაშლის სასმელი, რომელიც მდიდარია სასარგებლო საკვები ბოჭკოთი და ნელი ნახშირწყლებით.

ცილა - უმნიშვნელოვანესი ‘სამშენებლო მასალაა’ ორგანიზმისთვის. მას მიეკუთვნება ამინომჟავები, რომლებიც ვერ სინთეზირდება ორგანიზმში, და მონიწილეობენ თითქმის ყველა შინაგან პროცესში: ● კუნთოვანი მასის ფორმირება და გაძლიერება (თუ მივცემთ დატვირთვას და არ მივაწოდებთ ცილებს, კუნთოვანი მასის პლიუსის ნაცვლად იოლად შეიძლება მივიღოთ მინუსი); ● ქსოვილების აღდგენა (მათ შორის ძალოვანი დატვირთვის დროს); ● ენერგიის მიღება; ● ვიტამინების და მიკროელემენტების ათვისება; ● დანაყრების შეგრძნების უზრუნველყოფა; ● ნივთიერებათა ცვლის ხელშეწყობა. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და წონის კონტროლისთვის ადამიანს სჭირდება ცილების საკმარისი ოდენობით მიღება. მისი ხანგრძლივი დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმი იწყებს კუნთებში, ღვიძლში, თირკმელებში, კანში და სისხლში არსებული ცილის გამოყენებას, რაც იწვევს ადამიანის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას. ცილებით მდიდარია საქონლის და ქათმის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, რძის პროდუქტები. ცილების დღიური ნორმის მიღება შესაძლებელია Herbalife Nutrition-ის შემდეგი პროდუქტებით: პროტენების კოქტეილი ფორმულა 1-ით, პროტეინების ნაზავი ფორმულა 3-ით, საღამოს კოქტეილი ფორმულა 1-ით. Herbalife Nutrition-ის პროდუქტებში შემავალი სოიოს ცილა აღიარებულია, როგორც იდეალური ამინომჟავების რაოდენობის და მათი ათვისების სიმარტივის მიხედვით.

ცხიმები ორგანიზმში ასრულებენ სტრუქტურულ და ენერგეტიკულ ფუნქციას: ისინი უჯრედული მემბრანის ძირითადი კომპონენტია და ენერგეტიკული მარაგის მატარებლები არიან ორგანიზმში. ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში არსებული ცხიმები იყოფა ორ ჯგუფად: ● ნაჯერი ცხიმები. ამ ტიპის ცხიმებით მდიდარია ცხიმიანი ხორცი, ფასტფუდი, საკონდიტრო ნაწარმი, რძის პროდუქტები. ამ ცხიმების სიჭარბე აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, არ იძლევა საშუალებას რომ საჭირო რაოდენობით მოხდეს კალორიების დაწვა და შეიძლება საფრთხეც კი შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ● უჯერი ცხიმები, რომლებიც თავის მხრივ იყოფა: — მონოუჯერ ცხიმებად. შეიცავს ზოგიერთი თხილეული, ზეთის ხილი და ავოკადო. უმეტესად იგი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ზრდის სახსრების ტონუსს, ამცირებს ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკებს. — პოლიუჯერ ცხიმებად, ან სასარგებლო ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმებად. ისინი შედის ჩრდილოეთის ზღვის თევზში და მცენარეულ ზეთებში. პოლიუჯერი ცხიმები ხელს უწყობს გულის და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და დადებითად მოქმედებს განწყობაზე. Herbalife Nutrition-ის ხაზში ომეგა-3-ით და პოლიუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტია ჰერბალაიფლაინ მაქსი.

ᲛᲐᲙᲠᲝᲜᲣᲢᲠᲘᲔᲜᲢᲘ - ესაა საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია, რომ ორგანიზმმა დიდი რაოდენობით მიიღოს და ჭარბადაა საკვებში. მაკრონუტრიენტებს მიეკუთვნება ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. თითოეული მათგანი ასრულებს გარკვეულ ფუნქციას ნივთიერებათა ცვლაში და აუცილებელია ადამიანისთვის უჯრედების და მთელი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის. მაკრონუტრიენტებზე სადღეღამისო მოთხოვნილება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე და სხვა.

Ბ.Ა.Დ.-Ი ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐ 21

20

Made with FlippingBook - Online catalogs