Herbalife_Sport_Brochure_GG

ᲬᲝᲜᲐᲨᲘ ᲙᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

მე 33 წლის ვარ. ბევრი ჩემი ნაცნობი ვერც კი წარმომიდგენს სხვანაირს. თუმცა, 5 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო: ჭარბი წონა და საშინელი თვითშეგრძნებები. მე მართლაც ვცდილობდი ყველაფრის გამოსწორებას სატრენაჟორო დარბაზში ან სტადიონზე სიარულით, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ძალა არაფერზე არ მყოფნიდა, უშედეგო ვარჯიში კი გუნება-განწყობას მიფუჭებდა. დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი, რომ საქმე კვებაში იყო. ცვლილებები დაიწყო მაშინ, როდესაც რაციონში შევიტანე Herbalife Nutrition-ის საუზმე. იმ მომენტიდან პროტეინის კოქტეილი ფორმულა 1 დილაობით ჩემი ყოველდღიური რიტუალია უკვე რამდენიმე წელიწადია. კვებითი ჩვევების შეცვლასთან ერთად, შედეგმაც არ დააყოვნა - მე ისევ კარგად ვიგრძენი თავი, მოვიკელი “ქონების” 11 კილო*, მოვიყვანე თავი ფორმაში. რაც მთავარია, ვარ მხნედ და ენერგიით სავსე. მომინდა გამეგო, რა პოტენციალი აქვს ჩემ სხეულს. ფუნქციონალური მულტიატლონი სწორედ დროულად გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში - ის, რასაც ხშირად “კროსფიტს” უწოდებენ. 28 წლამდე სპორტის გარეშე ვიცხოვრე, და უეცრად გავხდი რამდენიმე საოლქო ტურნირის პრიზიორი კროსფიტში. ახლა ყოველდღიური მაღალ-ინტენსიური ვარჯიშები ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. და მე ვიცი, რომ ეს შესაძლებელი გახდა დაბალანსებული კვების წყალობით. როგორც გითხარით, ჩემი რაციონის უცვლელი პუნქტია - პროტეინის კოქტეილი ფორმულა 1. სრულყოფილ აღდგენასა და ტრავმების პრევენციას კი ხელს უწყობენ ელემენტები, რომლებსაც ვიღებ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსიდან ფორმულა 2 კაცებისთვის, ჰერბალაიფლაინ მაქსიდან, ექსტრაკალიდან და ნაითვორქსიდან. უკანასკნელ პერიოდში უამრავი რამ შევიტყვე კვების, აღდგენისა და ფიზიკური დატვირთვის შესახებ. დავესწარი Herbalife Nutrition-ის ბევრ რეგიონალურ თუ საერთაშორისო ღონისძიებას, ისევე როგორც მასტერ-კლასებსა და სემინარს ფიტნესის საკითხებზე, სადაც მასწავლიდნენ ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტები. დღეისათვის მე ავითვისე კვების მწვრთნელის პროფესია და ვეხმარები ადამიანებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. თუ მე შევძელი უკეთსობისკენ შეცვლა, შეძლებ შენც.

ნაცნობისგან შევიტყვე Herbalife Nutrition-ის კლუბის შესახებ და ვუთხარი საკუთარ თავს: “ეგებ ეს ჩემი შანსია?”

მაქსიმ გოდუნოვი 33 წლის 8 წელია იყენებს Herbalife Nutrition-ის პროდუქტს

ვიქტორია ზმიევსკაია, 34 წლის, 9 წელია იყენებს Herbalife Nutrition-ის პროდუქტებს

Herbalife Nutrition-ამდე ეპოქაში პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი -ხელბურთი (ჰენდბოლი). ჩემი კარიერა შეწყდა 23 წლის ასაკში. ბავშვის გაჩენა, 24 კილო ზედმეტი წონა და გაუარესებული ჯანმრთელობა - რბილად რომ ვთქვათ, სიტუაცია კრიტიკული იყო. ჩემი ნაცნობისგან შევიტყვე HERBALIFE NUTRITION-ის კლუბის შესახებ და ვუთხარი საკუთარ თავს: «ეგებ ეს ჩემი შანსია?» მე იქვე გავსინჯე ყველაფერი: კოქტეილი, ბატონი, ვიტამინები. 2 თვეში ჩემი წონა ნორმას დაუბრუნდა და ახალი წლის დღესასწაულებიც აღარ წარმოადგენდა ხელშემშლელ პირობას. წონა შემცირდა - უკეთაც გავხდი. Herbalife Nutirion-ის პროდუქტების 6 წლის მოხმარების შემდეგ გამიჩნდა პროფესიულ სპორტში დაბრუნების სურვილი. დროში ეს დაემთხვა Herbalife Nutrition-ის სპორტული ხაზის პროდუქტების გამოჩენას. დავიწყე პროტეინის კოქტეილის ფორმულა 1 მიღება, დავიწყე ვარჯიში და შემდეგ კი დავამატე რაციონში პროტეინის ნაზავი ფორმულა 3. საოცარია, მაგრამ ამან იმოქმედა არა მხოლოდ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე. შეიცვალა ჩემი სპორტული მაჩვენებლებიც! დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებლები, როგორც წესი, უარესდება; ხოლო ჩემ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა. Herbalife Nutirion-ის პროდუქტების კიდევ 3 წლის მოხმარების შემდეგ მე პლაჟის ხელბურთში უკრაინის სამგზის ჩემპიონთა გუნდში ვარ. ერთი წლის წინ კი მომანიჭეს უკრაინის სპორტის ოსტატის წოდებაც! ამასთან, ვარ ორი შვილის დედა, და შევძელი ჩემი 17 წლის ფორმის დაბრუნება! ახლა ჩემ რაციონში მთელი სპორტული სერიაა. ეს მაძლევს საშუალებას, სრულად აღვადგინო ძალები ვარჯიშებისა და ტრავმების შემდეგ. მე ვათავსებ ამ პროდუქტებს Herbalife Nutirion-ის ჩვეულებრივ პროდუქტებსა და ვიტამინებთან. პრინციპში, ვიცავ სწორი კვების რეჟიმს და ვაკონტროლებ სასარგებლო ნივთიერებათა სადღეღამისო ნორმას, განსაკუთრებით კი - ცილის. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვუთხრა ყველას: «ოცნებები აგიხდებათ Herbalife Nutirion-თან ერთად!»

ᲛᲐᲜᲐᲛᲓᲔ

ᲨᲔᲛᲓᲔᲒ

ᲛᲐᲜᲐᲛᲓᲔ

კვებითი ჩვევების შეცვლასთან ერთად, შედეგმაც

ᲨᲔᲛᲓᲔᲒ

არ დააყოვნა - მე ისევ კარგად ვიგრძენი თავი

ბად-ი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას

* Ნებისმიერი განცხადება წონის კონტროლის შესახებ ეხება Herbalife Nutrition-ის წონის კონტროლის პროგრამას, რომელიც სხვათა შორის, მოიცავს დაბალანსებულ დიეტას, რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს, სითხის ყოველდღურად საჭირო რაოდენობით მიღებას, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას (საჭიროების შემთხვევაში) და სათანადო დასვენებას. ყველა შედეგი ინდივიდუალურია და, შეიძლება, განსხვავდებოდეს.

68

69

Made with FlippingBook - Online catalogs